7 წლის წინ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა - რას ჰყვებიან სამტრედიაში დაკარგულ მამაკაცზე

22:30 11-30-2019
227

სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში მეორე დღეა 32 წლის მამაკაცს ეძებენ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულის ტანსაცმელი მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია ამბობს, რომ დაკარგულს 7 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„როგორც სოფლის მოსახლეობა, ახლობლები ამბობენ, 7 წლის წინ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. იმის შემდეგ არ განმეორებულა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ვალერი ფოცხვერიამ.

დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაშ გაგრძელდება. ადგილზე შეიქმნა საგანგებო შტაბიც.