რისთვის ჯარიმდებიან მძღოლები ყველაზე ხშირად - სტატისტიკა

22:16 11-30-2019
176

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების 945 874 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტად მოძრაობის წესებს თბილისში არღვევენ, დედაქალაქში დარღვევის 500 133 ფაქტი დარეგისტრირდა. 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებში ლიდერობს ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია" და „დგომა აკრძალულია" მოთხოვნების დაუცველობა. 2019 წლის მესამე კვარტალში ამ წესის დარღვევის 248 112 ფაქტი გამოავლინეს.

დარღვევებში მეორეა საგსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში გამოვლინდა - 185 031 ფაქტი;

მესამეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - ამ შემთხვევში დარღვევის 166 189 შემთხვევა გამოვლინდა.

2019 წლის მესამე კვარტალში ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის 6457 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი 2499 თბილისში.