ჩემი მამაო ყველაზე მეტად მიყვარს - 7 წლის მარიამის წერილი მამა სებასტიანეს

21:59 11-30-2019
407

7 წლის მარიამმა მამა სებასტიანეს, რომელიც უამრავ სნეულებაში მყოფ ძაღლს იფარებს, წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ მამაოსთან მისვლა ძალიან უხარია და მას მალე კვლავ ესტუმრება.

„ეს წერილი შვიდი წლის მარიამ ჯუმბაძემ დამიწერა რომელსაც ძალიან ვუყვარვარ.

მარიამი, მისი ძმა და მისი მშობლები ზესტაფონში ცხოვრობენ და ამ ზაფხულზე გავიცანით, ერთმანეთი მარიამის ცუგამ გაგვაცნო მაქსიმ.

რომელიც დროებით ჩემთან იმყოფება და ხშირად გვსტუმრობენ სანახავად.

აი ასე ვუყვარვარ ბავშვებს, და ცუგებს.

ყველაზე მგრძნობიარე არსებები ესენი არიან. მეც უსაზღვროდ მიყვარან ისინი. რამდენი წავიკითხავ ამ წერილს იმდენი ვტირივარ, მიყვარხარ მარიამ“ - წერს მამა სებასტიანე.