რატომ არ იყვნენ „სირცხვილიას“ წევრები შეხვედრაზე? - მართლა სირცხვილია ისინი ვისთან ერთადაც დგანან - გია ვოლსკი

21:30 11-30-2019
32

რატომ არ იყვნენ „სირცხვილიას“ წევრები შეხვედრაზე? - მართლა სირცხვილია ისინი ვისთან ერთადაც დგანან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„მე ვერ გავატარებ იმას, რომ აი მოძრაობა „სირცხვილია“ რატომ არ იყო, დასახელებას უფრო მეტ მნიშვნელობას აძლევენ ვიდრე შინაარს, იქ სხვა ორგანიზაციებიც არის. თუ ასე რადიკალურად ვიტყვი სირცხვილია მართლა ისეთ ადამიანებთან ერთად დგომა, ვინც მათ ტოლ ახალგაზრდებს არა თუ ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლე წაართვა, 120 ახალგაზრდა, მხოლოდ ქუჩაშია მოკლული“ - თქვა ვოლსკიმ „პირველის“ ეთერში.