ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714063897

კახა კალაძე: საზოგადოებას მინდა მივმართო, ვიზალიბერალიზმის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს, არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება

 პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.კახა კალაძის თქმით, რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი მიზნად ისახავს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გამძაფრებას.„რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება - რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა 1714063160

კახა კალაძე: დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარტიის ოფისში გამართული ბრიფიგით გამოეხმაურა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს. „დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო,“- განაცხადა კახა კალაძემ.

kaxa kaladze

პოლიტიკა 1714063088

კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას

 პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, სავარცხვინოა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, დასანქცირდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, ხოლო ამის პარალელურად საუბრობენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის გაწვევაზე. „სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს. მინდა, ერთი რამ ვთქვა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქესის, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია,“- აღნიშნა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ბიშიმბაევი

სამართალი 1714062883

სკანდალური სასამართლო პროცესი - რა ჩვენება მისცა ნათელმხილველმა, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.სასამართლო პროცესზე ნათელმხილველი, დაიკითხა, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა.თავდაპირველად ნათელმხილველი სხდომის დახურვას ითხოვდა, რადგან რადგან სხვადასხვა ნომრიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა.თუმცა მოსამართლემ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.პროკურორმა ჰკითხა ნათელმხილველს, რამდენი ხანია რაც ბიშიმბაევს იცნობს და რა სახის მომსახურებას უწევდა მას.„მას დაახლოებით წელიწად-ნახევარი ან ორი წელია ვიცნობ, იგი დედამისის მეშვებით გავიცანი. ხანდახან მირეკავდა, ორ თვეში ერთხელ და თავის საქმეებზე მეკითხებოდა. მე ტაროზე ვმკითხაობ, როცა რაღაცის გაგება სჭირდებოდა მთხოვდა, რომ მენახა...“, - თქვა მოწმემ სასამართლო პროცესზე.პროკურორის კითხვაზე, 9 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ნათელმხილველმა თქვა, რომ არ ახსოვს, რომელ საათზე დაურეკა მას ეჭვმიტანილმა.„დაკავებული ვიყავი, მაგრამ ტელეფონს ვუპასუხე. მან მითხრა, რომ მან და სალტანატმა დალიეს და ჩხუბი მოუვიდათ. მივხვდი, რომ მთვრალი იყო. მე ეს სერიოზულად არ აღმიქვამს. ვკითხე, რატომ მირეკავდა?“. ნათელმხილველის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სალტანატი აჩვენა, რის შემდეგაც რამდენჯერმა უთხრა, რომ სასწრაფოში დაერეკა.

ტაბლები

რჩევები 1714062800

როგორ გადაყლაპოთ ტაბლეტი ან კაფსულა, თუ გეშინიათ - ექიმის რჩევა

თუ რეგულარულად გიწევთ მედიკამენტების მიღება, შესაძლოა მეტი გამოცდილება გქონდეთ აბების გადაყლაპვისას. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია მათი გადაყლაპვა უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. რა უნდა გააკეთოთ, თუ აბების გადაყლაპვის გეშინიათმეთოდს, რომელიც უნდა გამოიყენოთ, ეწოდება „წინ დახრის" მეთოდი. იდეა ისაა, რომ ტაბლეტი დაიდოთ ენის შუაზე, დალიოთ წყალი და თავი წინ დახაროთ, რათა ადვილად გადაყლაპოთ. ეს ძალიან მარტივია და აუცილებლად დაგეხმარება, როცა არ იცი რა უნდა გააკეთო, თუ აბს ვერ გადაყლაპავ. გადაყლაპვისას უბრალოდ დაიხარეთ წინ. საქმე იმაშია, რომ თავის წინ გადახრისას ხელს უშლით ყელის დახურვას. ერთი ან მეტი ტაბლეტის გადაყლაპვისას ყელი ღია უნდა გქონდეთ. დოქტორი განდი განმარტავს, რომ თავის წინ დახრილობა საშუალებას აძლევს წამალს ყელში მოხვდეს და უფრო ადვილად გადაყლაპოთ. როდესაც თავს უკან იხრით, სასუნთქი გზები იხსნება და შეიძლება ყელის დაბლოკვა, რაც იწვევს პრობლემებს.როგორ ვისწავლოთ დიდი ტაბლეტების გადაყლაპვა - მნიშვნელოვანი ნიუანსიგახსოვდეთ, რომ ფრთხილად იყავით ტაბლეტების გადაყლაპვისას, რადგან ყოველთვის არის დახრჩობის რისკი. სწორედ ამიტომ, დოქტორი განდი ამბობს, რომ შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ან მაქსიმუმ ორი აბი ერთდროულად. დარწმუნდით, რომ დალიეთ წყალი, რათა აბმა იმოქმედოს.თუ წამლების გადაყლაპვა მაინც გიჭირთ, მაშინაც კი, როცა წინ გადახრის მეთოდით იყენებთ, უნდა მიმართოთ ექიმს.