საქართველოში რომ ლაპარაკობენ რუსულად, ნეტა ისე ლაპარაკობდნენ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში - ვაშაძე

19:57 11-30-2019
312

საქართველოში რომ ლაპარაკობენ რუსულად, ნეტა ისე ლაპარაკობდნენ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ, იმ კითხვას უპასუხა, რომელიც თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას ეხებოდა.

„არავითარი რუსული ცენტრი საქართველოში არ უნდა გაიხსნას. პირველი - ამ პირობებში, რომელიც არის და მეორე - რუსული ცენტრი გახსნა თუ საჭიროა ამას საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ოპოზიცია, ქართველი საზოგადოება მთლიანად, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ. საქართველოში, რომ რუსულად ლაპარაკობენ ნეტა მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში იცოდნენ ეგ რუსული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

28 ნოემბერს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ, გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.