აქ 11 ათასი სკამი დგას და შესაბამისად, ვართ 11 ათასი კაცი - დავით თარხან-მოურავი

19:13 11-30-2019
230

დათვალონ ეს თავები. აქ 11 ათასი სკამია და შესაბამისად, 11 ათასი კაცი - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა სპოტტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპორტის სასახლე აირჩიეს იმისათვის, რომ ოპონენტებმა „თავები დაითვალონ“.

„ღია ცის ქვეშ, ამ ხელისუფლების ხელში არის ძალიან საშიში... ვეუბნებით მოგვეცით დინამოს სტადიონი, დინამოს არ გვაძლევთ? მოგვეცით ლოკომოტივი, არცერთს არ გვაძლევენ. აქ ისეთ ადგილას უნდა მიხვიდე, რომ სკამები იყოს დათვლადი.

მინდა, ყველამ გადავხედოთ ამ დარბაზს, რათა მერე აღარავინ თქვას, 1 500 კაციაო. რატომ ვიკრიბებით დარბაზში, გამუდმებით ვიმეორებ ამ წინადადებას, იმიტომ, რომ დათვლადია ეს სკამები – აქ 11 ათასი სკამი დგას და შესაბამისად, ვართ 11 ათასი კაცი. რომ აღარ იყოს აღარაფერი სადაო და საკამათო არავისთვის“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღეს, „პატრიოტთა ალიანსმა“ სპორტის სასახლეში შეკრება გამართა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერები, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.