ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავარიას 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

19:00 11-30-2019
264

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში. ერთმანეთს სოფელ ზოტის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, 24 წლის ახალგაზრდა. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავარიისას მიკროავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.