ბედნიერი ვარ რომ სასარგებლო და ღირსეული დიალოგი შედგა - კარლ ჰარცელი

16:31 11-30-2019
27

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომელიც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეხვედრით კმაყოფილია და არ გამორიცხავს, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„ევროკავშირი ყოველთვის გამოხატავდა დიალოგის მნიშვნელობას ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. 

ძალიან ბედნიერი ვარ რომ სასარგებლო და ღირსეული დიალოგი შედგა ორ განსხვავებულ მხარეს შორის. მე არ მქონდა მოლოდინი რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ვფიქრობ ეს არარეალისტური იქნებოდა. რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ საფუძველი ჩაეყარა მუშაობას, ასევე სხვასხვა ვარიანტების განხილვას, ერთმანეთის უკეთესი გაგება და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში ახალ კარებს გახსნის“, - აღნიშნა ელჩმა.

კარლ ჰარცელის თქმით, იმის მზაობა, რომ შესაძლებელია გაგრძლდეს მსგავსი მოლაპარაკებები, ნიშნავს სერიოზულ პროგრესს. 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. გერმანული მოდელის საკითხი, რომელიც მმართველმა გუნდმა არ მიიღო და კონსესუსი ვერ შედგა.