მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

14:59 11-30-2019
105

„მეტეხის გვირაბებში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში“ - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მოძრაობა დღეს და ხვალ შეიზღუდება.

„30 ნოემბერს და 1 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

2 და 3 დეკემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის! - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.