სოხუმში გატაცებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

14:32 11-30-2019
98

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ, ჯერჯერობით დაუდგენელი ადამიანთა ჯგუფის მიერ მოქალაქე არმენ გრიგორიანის გატაცების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც ე.წ. პროკურატურაში აცხადებენ, 43 წლის მამაკაცი 24 ნოემბრის საღმოს, სოხუმის ლეჩკოპის სასაფლაოდან გაიტაცეს. მომხდარს სოხუმის პროკურატურა იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ცნობებს არ აქვეყნებს აფხაზური მედია.

ავტორი: თეა შონია