ხელისუფლების ქმედება პოლიტიკურ აგონიაზე მეტყველებს - გიგა ბოკერია

14:26 11-30-2019
18

„ხელისუფლების ქმედება პოლიტიკურ აგონიაზე მეტყველებს“, - ამის შესახებ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე განაცხადა.

„როცა ქვეყნის მართვას კრიმინალური აქციებით იწყებ და საკუთარ თანამშრომლებს მორეკავ, გვახსოვს, ასე იქცეოდნენ შევარდანაძე და ასლან აბაშიძე და ეს როგორ მთავრდება ვიცით. ამიტომაც ვართ დღეს შეკრებილნი, რომ იქნებ ამ ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობს.

„სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ქვეყნის წაყვანას ხელისუფლება ცდილობს, ჩვენ ვცდილობთ, ეს არ მოხდეს, მაგრამ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მძევლები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

გუშინ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქტივისტები შეიკრიბნენ და შენობას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.