მარა ნიჩივო ძმაო, ადრე ბევრად უარესი იყოო ამბობენ, ამაზე ხმა როგორ უნდა ამოიღოს კაცმა - ზურა ჯაფარიძე

12:33 11-30-2019
169

ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობას ასე ეხმაურება:

„ლიბიოზე დაიჭირეს ჩხარტიშვილი ანუ: პოლიციელებმა დააკავეს ლობიოს ჰაერში აყრის გამო, გადაიყვანეს განყოფილებაში, შეადგინეს ოქმი, გადაიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში, იქიდან გადაიყვანეს სასამართლოში, იქ პროკურორმა თქვა ამან ჰაერში ლობიო აყარა და დასასჯელიაო, მოწმე პოლიციელმა თქვა - კი, ნამდვილად, ამან ჰაერში ლობიო აყარაო, მოსამართლე დაეთანხმა მოწმე პოლიციელს და 1984 წლის გამოშვება კოდექსით ადამიანი 8 დღით გაუშვეს ციხეში, ციხეში. საგიჟეთია ხომ? მარა ნიჩივო ძმაო, ადრე ბევრად უარესი იყოო ამბობენ, ამაზე ხმა როგორ უნდა ამოიღოს კაცმა“, -წერს სოციალურ ქსელში ჯაფარიძე.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 173-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.