იაპონურ მაღაზიაში თანამშრომელ ქალებს თვიურის აღმნიშვნელი ნიშნები დაურიგეს - კლიენტები განრისხდნენ

12:02 11-30-2019
7218

ოსაკაში მაღაზია დაიმარუში ქალი თანამშრომლებისთვის სამკერდე ნიშანი შექმნეს, რომელზეც აღნიშნულია, რომ ქალს მენსტრუალური ციკლი აქვს.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნიშანზე გამოსახულია იაპონური კომიქსების (მანგა) პოპულარული გმირი სეირი-ჩანი, რომლის სახელის თარგმნა შეიძლება როგორც „მისს მენსტრუაცია“.

ნიშნის ტარების უფლება ქალ თანამშრომლებს მისცეს, რათა კოლეგებმა მათ ხშირად შესთავაზონ დახმარება ან შესვენებაზე უფრო დიდხანს გაუშვან, თუმცა ამ ნიშნებთან დაკავშირებით პრეტენზიები მაღაზიის კლიენტებმა გამოხატეს.

სეირი-ჩანის ნიშნის ინიციატივა თვითონ თანამშრომლებისგან წამოვიდა. კომპანიის ხელმძღვანელობა მათ დაეთანხმა და სამკერდე ნიშნები ოქტომბერში დაბეჭდა.

მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბევრი წერდა, რომ მაღაზიის ხელმძღვანელობას სურს, რომ თანამშრომელი ქალების მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას აცნობოს და ეს ქალების შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა. 

დაიმარუს მაღაზია იდეაზე უარს არ ამბობს, თუმცა ამჟამად ფიქრობენ, როგორც შეცვალონ სამკერდე ნიშანი ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ კოლექტივმა იცოდეს და ვერ ხვდებოდნენ კლიენტები.

ავტორი: ანეტი მიქელაძე