Apple-ი სადავო ტერიტორიების აღნიშვნის სისტემას გადახედავს

11:00 11-30-2019
87

კომპანია Apple-ი დაზუსტებით შეისწავლის სადავო ტერიტორიების აღნიშვნას რუკებზე და ამინდის პროგნოზის სიას. ამის შესახებ კორპორაციის პრესმდივანმა ტრუდი მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, Apple-ი ყოველთვის აღნიშნავდა ყირიმს, როგორც უკრაინის ნაწილს, თუმცა ცვლილება მხოლოდ რუსი მომხმარებლებისთვის გააკეთეს. „ჩვენ ვატარებთ ღრმა ანალიზს სადავო ტერიტორიების აღნიშვნის ირგვლივ და სავარაუდოდ მომავალში ცვლილებებს შევიტანთ“, -აცხადებენ კომპანიაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Apple-ი რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა.  მომხმარებლები ყირიმს რუსეთის ტერიტორიად დაინახავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Apple-ის მოწყობილობებს რუსეთში ყოფნისას გამოიყენებენ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპლიკაციების გახსნისას ყირიმი კვლავ უკრაინის ტერიტორიად არის აღნიშნული.