ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას - თალაკვაძე

10:43 11-30-2019
99

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნდება. ამის შესახებ თალაკვაძემ სასტუმრო „ბილტმორში შეხვედრის დაწყებამდე თქვა. 

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის. მოვისმენთ, რა წინადადება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დავრუნებას. ჩვენ აქამდეც არაერთხელ მივმართეთ ოპოზიციას, რომ პოლიტიკური პროცესი უკან პარამენტში დაბრუნებულიყო, კონსტრუქციულ ფარგლებში და დღეს როგორც ხედავთ, ეს შეხვედრა ხელისფლებასა და ოპოზიციას შორის შედგება.

წინ გვაქვს 2020 წელის არჩევნები და უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ამ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად, - აღნიშნა თალაკვაძემ.

კითხვაზე, როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, თალაკვაძემ უპასუხა, რომ პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ მოქმედებს შერეული მოდელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტისი წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.