ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

09:00 11-30-2019
67

დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  მისასალმებელია, რომ ოპოზიციასთან შედგება დიალოგი.

„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ, დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს“, – განაცხადა ჰარცელმა.

შეხვედრა 10:00 საათზეა დაგეგმილი.