მცირეწლოვან შვილთან ერთად დამამცირებელი გასეირნების შემდეგ, ქალმა 32 კილოგრამი დაიკლო

23:41 11-29-2019
676

ინგლისის საგრაფოს, ჰემმფშირის მკვიდრმა შვილთან ერთად გასეირნებისას დამცირებულად იგრძნო თავი, რის გამოც დიეტის დაწყება გადაწყვიტა. ამ ისტორიის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

2017 წელს 30 წლის სემი კელიმ, რომლის წონა მაშინ 89 კილოგრამს შეადგენდა, გადაწყვიტა შვილს, არჩის ველოსიპედის ტარების სწავლაში დახმარებოდა.

„ის მეცხრე ცაზე იყო სიხარულით, როცა მამის დაზღვევის გარეშე შეძლო ველოსიპედზე დაჯდომა - იხსენებს ქალი. - მან მთხოვა, გავყოლოდი. ის ყვიროდა: „დამეწიე დედიკო!“, მაგრამ სირბილის ძალა არ მქონდა და შენიშვნა მივეცი, რომ შეეწყვიტა ყვირილი.

როცა სახლში ბრუნდებოდნენ, აჩიმ კელის ისევ თხოვა რომ კიდევ ესეირნათ ერთად.

„ფიზიკურად არ შემეძლო მას დავწეოდი და ეს ძალიან ეწყინა. როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის ვხარობდით, როცა ახალ ბარიერებს ვლახავდით, მაგრამ ამჯერად ეს არ შემეძლო, ზედმეტი კილოგრამების გამო“ - წუხდა ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი ვაჟის გარდა კიდევ 3 წლის ქალიშვილი ჰყავს.

ამის შემდეგ კელიმ ფორმაში ჩადგომა გადაწყვიტა და დეტოლოგს მიმართა, რომელმაც მისთვის პერსონალური დიეტა შეიმუშავა.

6 თვეში მისი წონა უკვე 32 კილოგრამით ნაკლები, 57 კილოგრამი იყო. კვებითი ჩვევების შეცვლის შემდეგ ქალი სპორტითაც დაკავდა

„ბოლოს გავაკეთე ის, რაც უკვე შეუძლებელი მეგონა. ავტოფარეხიდან ჩემი ველოსიპედი გამოვიყვანე, რომლითაც 15 წელია არ მისარგებლია. ახლა მთელი ოჯახი ერთად მივდივართ უქმეებზე და ველოსიპედებით ვსეირნობთ იმის ნაცვლად, რომ ვისხდეთ სახლში და ერთად მხოლოდ ფილმებს ვუყუროთ“, - ამბობს კელი.