ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

23:29 11-29-2019
885

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. ის 35 წლამდე მამაკაცია. 

არსებული ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო გადმოსული, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო. 

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.