ლაშა ჩხარტიშვილს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

21:48 11-29-2019
148

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 173-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სხდომის დარბაზიდან გააძევა. სწორედ ამიტომ მას მეორე მოსმენის დროს დარბაზში დასწრების უფლება არ მისცეს.

ლაშა ჩხარტიშვილი დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.