„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი სიმბოლურად დააბოქლომეს

21:36 11-29-2019
251

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი სიმბოლურად დააბოქლომეს. მანამდე კი ადგილზე ვითარება დაძაბული იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცოცხები და კვერცხები ესროლეს, კარზე კი საღებავით „საქათმე“ დააწერეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამით მათ ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენეს.