3 წლის ბავშვი ასფალტზე დაცემული დავინახე, დედა ტროტუარზე გულწასული იწვა - თვითმხილველი მოტოციკლით მომხდარ შემთხვევაზე

21:13 11-29-2019
23034

„ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსი, ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში თბილისში, ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს და წერს:

„საცობში მოტოციკლეტმა ჩაიქროლა, წამებში 3 წლის ბიჭი ასფალტზე დაცემული დავინახე... წივილი, კივილი, გაურკვევლობა, ხმაური, სიგნალები.... ღვედი შევიხსენი, მანქანის კარი გავაღე და მივხვდი რომ ძალა არ მქონდა გადასვლის... გული ყელში მქონდა ამოსული... სასწაულად გადარჩა პატარა ბიჭი, მისი ახალგაზრდა დედა იქვე ტროტუარზე გულწასული იწვა და უცხო ადამიანები პატრონობდნენ.. ტიროდა ბიჭი, გულამოვარდნილი ტიროდა. ვიღაც კაცს ჰყავდა გულში ჩახუტებული და ცრემლებს უმშრალებდა.. იქვე იდგა მოტოციკლეტის შეშლილი პატრონი, რომელმაც კინაღამ სიცოცხლე წაართვა ბიჭს..

ყველაფერმა აზრი დაკარგა უცებ. ყველაფერი გაუფერულდა.. ბიჭის გადარჩენილ სიცოცხლეზე მეტად არაფერი მეძვირფასებოდა იმ წუთებში. 3 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ჩემს თვალწინ....“, - წერს ქეთი დოლიძე.