სროლა ლონდონის ხიდზე - ხელისუფლებამ ინციდენტს ტერაქტი დაარქვა

21:02 11-29-2019
114

ლონდონის ცენტრში, ხიდზე უცნობი კაცი დანით დაესხა თავს გამვლელებს. ინციდენტი ადგილობრივი დროით დღის 2 საათზე მოხდა. მისი გაუვნებელყოფა თავად მოქალაქეებმა სცადეს.

პოლიცია ინციდენტის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ბოროტმოქმედი დააკავა. ოპერაციის დროს, თავდამსხმელმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და დაიღუპა, თუმცა მანამდე დანით რამდენიმე ადამიანის დაჭრა მოახერხა.

პოლიცია დაშავებულების რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა ბრიტანული მედია ამბობს, რომ დაახლოებით 5 ადამიანია დაჭრილი.

ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ეცვა ჟილეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.

გამოძიებას ანტიტერორისტული ქვედანაყოფი ხელმძღვანელობს.

ამ დროისთვის, თავდამსხმელის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.