პედოფილმა სკოლაში შეაღწია და ვითომ მედიკოსმა 12 წლის გოგონა „გასინჯა“ - ნახეთ ვიდეო (სიქტივკარი)

20:49 11-29-2019
6815

შოკისმომგვრელი ინციდენტი მოხდა კომის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ქალაქ სიქტივკარში. უცნობმა კაცმა დაცვის თვალწინ წინააღმდეგობის გარეშე შეძლო სკოლაში შეეღწია და სკოლის გასახდელში არასრულწლოვნის მიმართ დანაშაული ჩაედინა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ინციდენტი 19 ნოემბერს მოხდა. ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის უცნობი დაცვის პუნქტთან, როგორც ჩანს, ეცნობა ერთ-ერთი ბავშვის მშობლად და ამგვარად ახერხებს სკოლის ტერიტორიაზე მოხვედრას.

ერთ წუთში ის გასახდელში შედის და ვითომ მედიცინის მუშაკია, სინჯავს 12 წლის გოგონას. ამის შემდეგ ის ადგილიდან უჩინარდება.

მალევე მოხერხდა მისი დადგენა და დაკავება. აღმოჩნდა, რომ 45 წლის კაცი ადგილობრივი მაცხოვრებელია და მანამდე ნასამართლევი იყო. მან სრულად აღიარა დანაშაული.