ჯაღმაიძე "გირჩის" ე.წ. მონანიების საბუთზე პირველ კომენტარს აკეთებს

19:14 11-29-2019
170

გირჩის მიერ გაცემული არც ერთი საბუთი არ წარმოადგენს პირობას მისი ყოფილი მღვდელმსახურის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

გირჩის თუ ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი მღვდელმსახურის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად.

არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით.

ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ“, - წერს მამა ანდრია.

„გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ მღვდელმსახურებს მონანიების შანსს აძლევს. მათი ინფორმაციით, მონანიებისთვის საჭიროა პირადობის, მღვდელსახურების მოწმობა (ასლი)ან კურთხევის თარიღი. რაც შეეხება მონანიების საფასურს, ის 50 ლარია.

მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი - მათეს 4:17. „ბიბლიური თავისუფლება“ შანსს აძლევს მღვდელმსახურებს მოინანიონ და გავიდნენ ეკლესიის მსახურებიდან.

მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობა

გაცემული მოწმობა, მოწმობის ასლი ან მღვდელმსახურად კურთხევის თარიღი

მონანიების საფასური 50 ლარი“,- წერს „ბიბლიური თავისუფლება“ სოციალურ ქსელში.