თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

18:50 11-29-2019
136

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სულ ორი განაცხადი იყო შესული – ნიკოლოზ მარსაგიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდნენ, რომ ვაკანტურ პოსტზე კლანის წევრის არჩევა იგეგმებოდა, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილებაც წინასწარ იყო შეთანხმებული.