აბაშიძე თბილისში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეას განმარტავს

17:22 11-29-2019
116

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან ამ შეხვედრის დროს, არავითარი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.

„მე მოვისმინე მოკლე კომენტარი იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრი რომელიც თბილისში ბოლო 2 წლის განმავლობაში გასცემს ვიზებს რუსეთში გასამგზავრებლად და არის კომერციული სტრუქტურა, გეგმავს გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე რუსული ენის შემსწავლელი კურსები. დავბრუნდები თბილისში და გავიგებ რა ხდება“, - უპასუხა აბაშიძემ „პრაიმტაიმს“

მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, “რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა რია-ნოვოსტის განუცხადა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.