უსუფაშვილი: „ნაც-ქოცური“, ოპრპოლუსიანი ვითარების შეცვლა ჩვენი მთავარი მიზანია

17:10 11-29-2019
162

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად ახალ საკონსულტაციო პლატფორმას წარადგენს. „ლელო“, „შენების მოძრობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ერთმანეთთან მჭიდრო კონსულტაციებს გამართავენ. 

„დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა ქვეყანში არსებულმა მდგომარეობამ. ხელისუფელბა დაინტერსებულია ვითარების ესკალაციით, ეს აშაკრად ჩანს. არ გამოვრიცხვთ, რომ ვინმეს ოპოზიციაშიც წარმოედგინოს ამ ვითარებაში სახელისუფლებო საქმის გადწყვეტა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის.

„ლელო“, „შენების მოძრობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ერთად გაივლიან კონსულტაციებს. დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევაერთებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა. მჭიდრო კონსულტაციები სწორედ ამას ნიშნავს. შესაძლოა ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა კონკურენტები ვიყოთ და შემდეგ გავხდეთ პარტნიორები ვიყოთ პარტნიორები პარლამენტში.

ნაც-ქოცური, ოპრპოლუსიანი ვითარების შეცვლა და რეალური ალტერნატივის გამოკვეთა არის ჩვენი მთავარი მიზნი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.