მამა მაპატიე ყველაფერიო, მაშინ პირველად დამიძახა მამა - როგორ დაემშვიდობა თვითმკვლელობამდე სანდრო ბერაძე მშობლებს

14:47 11-29-2019
7856

29 წლის სანდრო ბერაძის მშობლებმა გადაცემა „პროფილის“ ეთერში გარდაცვლილ შვილზე ისაუბრეს. 

ისინი იხსენებენ, როგორ დაემშვიდობა სანდრო მათ თვითმკვლელობამდე. 

მამის თქმით, სანდრო მას მთელი ცხოვრება სახელით მიმართავდა.

„სულ კახას მეძახდა, მთელი ცხოვრება, ჯერ დედას დაურეკა, მერე ძმას და ბოლოს მე... მამა მაპატიე ყველაფერიო... და მანდ დაასრულა ყველაფერი. მაშინ პირველად დამიძახა მამა. 

მშობლების თქმით, სანდრო ვეღარ უმკლავდებოდა ცდუნებას, რომელსაც რეკლამა, სმს-ები და ქუჩაში ბილბორდები აღვივებდა. 

სანდროს მეგობრებმა მისი გარდაცვალების შემდეგ კამპანია დაიწყეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ და სურთ, რომ მთელი საქართველო შეუერთდეთ ბრძოლაში.

„იმიტომ დავთანხმდით საუბარს, რომ გვინდა ბევრისთვის ეს გასაგები გახდეს, რომ არ შეიძლება ამ თაობის გაწირვა რეკლამებით, ონლაინ თამაშებით. სანდრიკასნაირი ბევრია, სამწუხაროდ... გვინდა კამპანიაში ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს ამ საქმეში, რადგან საუბარია სანდროს სახელით სხვა ბავშვების გადარჩენაზე. გვინდა სანდრიკა იყოს ბოლო, ვინც ამ პრობლემით, ამ გზით წავიდა ცხოვრებიდან“, - ამბობენ სანდროს მშობლები.