უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელებს მოუწოდებს უარი თქვან Apple-ზე

13:58 11-29-2019
105

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა ​ უკრაინელებს მოუწოდა უარი თქვან Apple- ის პროდუქციის გამოყენებაზე. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც კომპანია Apple-მა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიიჩნია. ამის შესახებ მან Twitter- ზე დაწერა. 

„ჩვენ გადავდივართ სხვაზე [სხვა ბრენდზე], და ამ ბრენდს ჩვენ აღარ ვაღიარებთ“, - წერს ექს-მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ, კომპანია Apple- მა რუსეთის მოთხოვნა შეასრულა და თავის აპლიკაციებში ყირიმი როგორც რუსეთის ტერიტორია ისე წარმოაჩინა. ამის გამო, Apple Maps და Weather-ზე ეს ტერიტორია რუსეთად აღიქმება, ოღონდ თუ აპლიკაციას რუსეთის საზღვრებიდან რთავ. თუ აპლიკაციას საზღვარგარეთიდან ამოწმებ, მაშინ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში არ შედის.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, რაც მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ დაგმო.