მეცნიერებმა, პირველი ექსპერიმენტული გუმბათი შექმნეს, რომელიც ადამიანებს სიცივისგან დაიცავს - ვიდეო

13:53 11-29-2019
56

იაკუტიაში, პირველი ექსპერიმენტული გუმბათი დაამონტაჟეს, რომელიც ადამიანებს სიცივისგან იცავს. საცდელი მოწყობილობა, სანკტ-პეტერბურგში დაამზადეს.

„სითბოს შენარჩუნების ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, სადაც ჩვეულებრივი ხის სახლი დაფარულია სპეციალური გუმბათით, გაირკვევა, შეძლებენ თუ არა მაცხოვრებლების სითბოს მიწოდებას,“ - იტყობინება საინფორმაციო წყარო „OTR“.

width=600

უნივერსიტეტის პერსონალი დაამონტაჟებს სენსორებს და ყველა საჭირო ზომებს მიიღებს და მათ მიერ განსაკუთრებული ყურადღების მიექცევა. რამდენიმე მოხალისე გუმბათში, ფსიქოლოგთა და ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იცხოვრებს.

ნახევარსფერო, ათი მეტრის სიმაღლისა და 20 მეტრის დიამეტრის მეტალის ჩარჩოსგან შედგება და მასზე გადაჭიმულია ყინვაგამძლე ფილები. როდესაც ნამდვილი ყინვები დაიწყება და ქუჩაში მინუს 45-ზე მეტი იქნება, გუმბათის ქვეშ იქნება მინუს 20. ასევე, დიზაინი დაიცავს სახლს ქარისა და თოვლისგან.

გუმბათის ქვეშ მყოფ სახლში, ახალგაზრდა ოჯახი გაატარებს. მეცნიერები დააკვირდებიან მათ ცხოვრების პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, გუმბათოვანი ტექნოლოგიები კვლავ განვითარდება მსოფლიოს სხვა ჩრდილოეთ რეგიონებში.

ამ პირველმა ნაბიჯმა, თანდათანობით შეიძლება გამოიწვიოს, მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება.

ავტორი: რუსა ღვანიძე