„ჩემთვის ვიდექი და საერთოდ არაფერს ვაკეთებდი“ - გიორგი კანდელაკი მის დაკავებაზე

12:55 11-29-2019
105

სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა აქციაზე დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის უკანონოდ დააკავეს.

„ჩემთვის ვიდექი და საერთოდ არაფერს ვაკეთებდი, ანუ მაინც უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია. ისინი კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს. ეს არის აგონია, ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს მაგონებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის აგონია“, - განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, ამ დრომდე დაკავებულია კიდევ სამი აქტივისტი, რომლებიც კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს.

„სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია. ისინი კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს. ისინი არიან დავით ნაფეტვარიძე, გაბილ გასანოვი და დიდუბის ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეს არის აგონია, ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს მაგონებს ბიძინა ვიანიშვილის რეჟიმის აგონია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს პოლიციელებს უწევთ ამაზე მოცდენა და ასეთი უღირსი საქციელის ჩადენა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.