დეპუტატები პარლამენტში დღეს ადრე მივიდნენ

10:15 11-29-2019
100

დეპუტატები პარლამენტში ადრე, 9 საათისთვის მივიდნენ. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, პარლამენტში ადრე იმიტომ მივიდნენ, რომ უმრავლესობის სხდომა იყო დანიშნული.

„მოვედი სამსახურში ადრე, უმრავლესობის შეხვედრა გვქონდა, დავტოვე შეხვედრა, რადგან უნდა დაიწყოს კომიტეტის სხდომა და ახლა მივდივარ კომიტეტის სხდომაზე“- ამბობს დაჩი ბერაია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან ისევ გეგმავენ.

12 საათზე საკანონმდებლო ორგანოში სესია უნდა დაიწყოს, მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული.