ამერიკაში ყველაზე უხუცესი ადამიანი 114 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:10 11-29-2019
48

ამერიკის ყველაზე უხუცესი ადამიანი, ნიუ-იორკის მკვიდრი აელია მერფი 114 წლისა და 140 დღის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

აფროამერიკელი მერფი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე უხუცეს ადამიანდა იანვარში დაასახელეს, როდესაც მისი წინამორბედი, ლასი ბრაუნი ოჰაიოს შტატში გარდაიცვალა.

აელია მერფი ჩრდილოეთ კაროლინაში 1905 წელს დაიბადა. ნიუ-იორკში საცხოვრებლად 1926 წელს გადავიდა.