პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო სიღრმისეული - ნათია თურნავა 

12:39 11-28-2019
37

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითთარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე ისაუბრა  და განაცხადა, რომ ეს იყო „სიღრმისეული ინტერვიუ“.

„პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც ალბათ ყველამ დავინახეთ. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას რაც შეიძლება ტრიალებდეს ქართულ საზოგადოებაში, ადეკვატური პასუხი გაეცა. მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, რომ დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

​მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი დასაქმებაა.  

„ჩვენი მთავარი მიზანია დასაქმება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გავზარდოთ დასაქმება. ეს ხაზი არის ასახული ყველა ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, მათ შორის დაწყებული განათლების რეფორმით და დამთავრებული მასიური პრივატიზებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.