ეს ხომ უკანონობა არ არის, ეს იყო მორალური ნაწილი, როცა დაპირება არ შესრულდა - მაჭავარიანი პროპორციულ სისტემაზე

12:32 11-28-2019
11

 ეს ხომ უკანონობა არ არის, ეს იყო მორალურ-რეპუტაციული ნაწილი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემა დაპირება იყო, რომელიც მისივე თქმით, ვერ შესრულდა, თუმცა ეს კანონდარღვევა არ არის.

„ნებისმიერი სახის პროტესტი ასე თუ ისე ნეგატიურ ფონს სძენს ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს ერთმნიშვნელოვანია და ყველა ქვეყანაში ასეა. ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა თქვა რომ სამწუხაროა ამის ჩავარდნა

მოუსმინეთ ალბათ ივანიშვილის ინტერვიუს. თუ ეს იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა მაშინ ეს საზოგადოება მოვა საარჩევნო ყუთთან და გააკეთებს არჩევანს. ეს ხომ უკანონობა არ არის, ეს იყო მორალურ-რეპუტაციული ნაწილი, როცა დაპირება არ შესრულდა... მართლაც დარტყმა მიიღო გუნდმა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.