Exclusive „მოვკვდები მალე და არ მინდოდა იქ მოუნათლავი წავსულიყავი“ - ნათლობა ღრმა მოხუცებულობაში

18:17 11-27-2019
1470

ნორა 82 წლის არის, მარიკა 75-ის, ისინი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ.  დღევანდელი დღის შემდეგ, ნონა და მარიამი იქნებიან. მოხუცებმა გაქრისტიანება გადაწყვიტეს და ნათლიად დედა ელენე აირჩიეს, რომელიც მოხუცთა თავშესაფარ „ლაზარეთს“ ხელმძღვანელობს.

„მონათლული არ ვიყავი. მძიმე ცხოვრება გავიარე, მშობლები ადრე დამეხოცა და მერე ჩემს მოსანათლად არავის ეცალა.  შვილი და სიძე დამეღუპა, ერთი შვილი საზღვარგარეთ არის და ასე მაინც მნახავს, თქვენთან რომ გამოვჩნდები. დრო გადის და წლები მემატება, მოვკვდები მალე და არ მინდოდა იქ მოუნათლავი წავსულიყავი“- გვიყვება ქალბატონი მარიკა.

 ნორა ბავშვობაში, გურიაში მონათლეს. „არ ყოფილა ის მამაო, ვინც მე მომნათლა ნამდვილი სასულიერო პირი, მერე გაირკვა და აღმოჩნდა, რომ მოუნათლავი ვარ. დღეს მოვინათლები და მშვიდად ვიქნები.“- ყვება პრაიმ თაიმთან საუბრისას ნორა.

 

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე