მე წავალ და შენ ჩემს ადგილს დაიკავებ - მესისა და ნეიმარის მიმოწერა გამოქვეყნდა

00:37 11-27-2019
137

France Football-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რომ მესის გუნდში ნეიმარის დაბრუნება სურს.

მისი ცნობით, არგენტინელმა ნეიმარს ჩემპიონთა ლიგიდან „ბარსელონას“ გავარდნის შემდეგ მისწერა.

„ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ შენთან ერთად მოვიგებთ. მინდა, რომ დაბრუნდე. ორ წელიწადში მე წავალ და შენ ჩემს ადგილს დაიკავებ“, - წერდა მესი.

ნეიმარმა „ბარსელონა“ 2017 წლის ზაფხულში დატოვა და 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. მიმდინარე წლის ზაფხულში „ბარსელონა“ მისი დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ნეიმარმა კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა მხარეები ტრანსფერის ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.