ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი

ომი უკრაინაში 1713512946

პირველად გავანადგურეთ რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი. საუბარია ბომბდამშენზე, რომელიც რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში ჩამოაგდეს."პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - ამბობს ოლეშჩუკი.მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. უწყების თქმით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ჯანდაცვა 1713512893

დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება.სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

პოლიტიკა 1713512829

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა“,„ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა“, „ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას?“, - ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელ x-ის მომხმარებლები მეთიუ მილერის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანების აღშფოთება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის იმ განცხადების მოჰყვა, რომელშიც ის კანონპროექტს კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა”- წერს ელბა ბორგია.„ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა. ჩვენი თვალთმაქცობის დონე მართლაც ამოუცნობია“,- კელი რაიტი.მომხმარებელი ავსტრალიიდან კი ყურადღებას მის ქვეყანაში მოქმედი კანონის დადებით მხარეზე ამახვილებს:„ჩვენ გამჭვირვალობისთვის კანონები გვაქვს ავსტრალიაში. ძალიან კარგია. ჩვენ არ გვსურს უცხოელი აქტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის საბოტაჟირება, ასე არაა?„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს 1938 წელს აშშ-ში მიღებული უცხოური გავლენის კანონი?“,- კითხვით მომხმარებელი პირადად მილერს მიმართავს.სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მილერს კანონის რუსულად მოხსენიების გამო აკრიტიკებს და მას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს - „ის პატივს არ სცემს საზოგადოების ინტელექტს და დარწმუნებული ავრცელებს სიცრუეს“„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, მომხმარებლებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს თვის ყველაზე თვალთმაქცის სტატუსიც კი მიანიჭეს.„თვის ყველაზე დიდი თვალთმაქცის ჯილდო გადაეცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს“- გილოცავთ !“, - წერს მომხმარებელი.რას ლაპარაკობ კლოუნო? ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზებას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას? ამ კანონის შესახებ შეგიძლიათ ჰკითხოთ კანადასა და ავსტრალიას. მათაც აქვთ და ჯერჯერობით პრობლემას ვერ ვხედავ.რისი გეშინიათ?!“,- ასე მიმართავს მილერს სოც ქსელის მომხმარებელი„მოიშორეთ ევროკავშირი და იყავით ამ ტირანებისგან თავისუფალი“,- წერენ სოციალურ ქსელში.ერთ-ერთი მომხმარებელი კი წერს, რომ მხოლოდ აშშ-ს აქვს უფლება ჰქონდეს უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობა.ჯეკ მაქსი - მოვუწოდებ საქართველოს და სხვა სუვერენულ ქვეყნებს გააკეთონ იმის საპირისპირო, რასაც მილერი წერს.

პროკურატურა

სამართალი 1713511671

„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს“ - ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.„მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე დალაქიშვილი

პოლიტიკა 1713511592

ოპოზიციის წევრები რუსთავში ხალხის პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, დაკავებულები არიან ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით - ალექსანდრე დალაქიშვილი

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი- ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება„ვფიქრობთ, მათ [ოპოზიციამ] პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“-ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა. ალექსანდრე დალაქიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს, სადაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“-განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.