ფეხბურთის ბრაზილიელი გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზით დაშალეს - ფოტოები

10:04 11-25-2019
168

რიო-დე-ჟანეიროში სამხრეთ ამერიკის უმსხვილეს ტურნირზე ბრაზილიელები თავიანთი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდნენ, როდესაც გულშემატკივრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. 

ქალაქის  ცენტრში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რათა ლიბერტადორესის თასის ჩემპიონატზე კლუბ ფლამენგოს დახვედროდნენ, თუმცა დღის ბოლოსკენ ჩხუბი ატყდა. მოქალაქეებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.