ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვალუტის კურსი

ფინანსები 1714078026

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აპრილს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8756 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1714077613

„მათ ყველაფერში უმართლებთ“ - ზოდიაქოს TOP 5 იღბლიანი ნიშანი

ასტროლოგები ზოდიაქოს ყველაზე იღბლიან 5 ნიშანს ასახელებენ.1. ვერძი.ვერძი, ყოველთვის და ყველგან წარმატებით სარგებლობს. თუ ვინმემ უნდა იყიდოს ლატარიის ბილეთი, ის ვერძია. მათ აზარტულ თამაშებშიც საოცრად უმართლებთ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თამაშით დაინტერესების პროცესია და არა ფულის მოგების სურვილი.2. მორიელი.მორიელი იმას იღებს, რაც მას სჭირდება, იღბალი საჭირო დროსა და ადგილს, თითქმის არასოდეს აყოვნებს. ის ყოველთვის რისკავს, რადგან იცის, რომ წარმატება ხშირად იქნება, მაგრამ არსებობს იშვიათი გამონაკლისები.3. თევზები.თევზებს ხშირად უმართლებთ, თითქოს მათ მფარველი ანგელოზი მუდამ თან დასდევთ. ძალიან რთულ სიტუაციაშიც კი მარტივად გამოსვლა შეუძლიათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ თითქმის ყველა ადამიანს უმართლებს, ხოლო ვისაც ჯერ არ გაგიმართლათ, იცოდეთ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ გაქვთ.4. ლომი.ლომებს ფული, პატივისცემა და დიდება უყვართ და ამ ყველაფერს მარტივად აღწევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლომების გვერდით მხოლოდ კარგი ადამიანები არიან, ისინი, ვინც მათ დაეხმარებიან, გვერდში დაუდგებიან და ეყვარებათ.5. კურო.კუროს რაღაც ძალით, სულ უმართლებს, თითქოს წარმატება მუდამ მათ ფეხქვეშაა. გამდიდრებისთვის, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველაზე კარგი კანდიდატია.

ნოე

ტაბლოიდი 1714076085

VIDEO: „მგონია, რომ ხარ...“ - ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა სქესის გაგების ცერემონიიდან კადრები გაავრცელეს

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან. წყვილმა სასიამოვნო სიახლე ფართო საზოგადოებას ცოტა ხნის წინ აცნობა.ამჯერად, მათ სქესის გაგების ცერემონიიდან კადრები გაგვიზიარეს. გოგოს ელოდებინ თუ ბიჭს, ეს ჯერჯერობით, არ გაუმხელიათ.ნახეთ კადრები ↓           View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ციფრი

ტაბლოიდი 1714075417

დასახელდა მაისის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები

ზოდიაქოს სამი ნიშანი სამუდამო სიყვარულს იპოვის -  2024 წელს შემდეგ ნიშნებს გაუმართლებთ:ვერძი; კირჩხიბი; მორიელი.აქვე, დასახელდა მაისის თვის  ყველაზე იღბლიანი დღეები სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, ესენია: 3, 9 და 31 მაისი.

გლოვა

საზოგადოება 1714074753

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებით იზიარებს ქ. გალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებლის ქალბატონ ნანა ქულავას, მისი მეუღლის ჯემალ ქანთარიას, და- ძმის თემურ და ვიკა ქანთარიების, ნათესავების, ახლობლების, კლასელების, მეგობრების, კოლეგების, თანაქალაქელების უდიდეს მწუხარებას თენგიზ ქანთარიას დაღუპვის გამო. დასანანია, ასეთი კარგი, წარმატებული, ჭკვიანი, პერსპექტიული ახალგაზრდა რომ დაკარგა ჩვენმა ქალაქმა,რაიონმა, მთელმა საქართველომ…ნათელში განისვენე თენგიზ...” - წერს ნონა შონია.თენგიზ ქანთარია იყო აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი, ქიმიის დოქტორი.