ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

უკრაინული პასპორტი

ომი უკრაინაში 1714042116

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, ამ დოკუმენტის მიღება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ ორგანოში ან საიმიგრაციო სამსახურში იქნება შესაძლეებლი.როგორც „ბიბისი“ წერს, ეს შეზღუდვა უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა იმ ფონზე მიიღო, როდესაც უკრაინის არმიაში პირადი შემადგენლობის დანაკლისია.ახალი წესები არ ვრცელდება 18-60 წლამდე იმ მამაკაცებზე, რომელთაც საომარი მდგომარეობის პირობებში საზღვრის კვეთის უფლება აქვთ.

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი,

მსოფლიო 1714041965

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდა - მედია

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „შაჰიდის ქამრის“ დამზადებას აპირებდა, რათა ოლიმპიადაზე „ისლამური სახალიფოსთვის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდეს“.ანონიმური წყაროს ცნობით, მოზარდი ტერაქტს „დეფანსის“ სტადიონზე გეგმავდა.საქმის გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურტურა აწარმოებს.ამჟამად დაკავებული მოზარდი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები არკვევენ, რეალური იყო თუ არა მისი მუქარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი მშობლების სახლში აიყვანეს. ამოღებულია ჩანაწერები, სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების შესახებ წერს.ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ შეშფოთებულია პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ტერაქტების მოწყობის ალბათობის გამო.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714041375

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს - კახა კალაძე

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ.„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად მოგვევლინებიან. თავიანთი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. უკვე ავხსენი, თუ რა არის იმ რამდენიმე ევროპარლამენტარის პატარა პოლიტიკური ინტერესი, რომელთა სამარცხვინო განცხადებებს ვისმენთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებიც გავიხსენე, თუ რა განცხადებები კეთდებოდა, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ. როდესაც საფრანგეთმა უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, გვახსოვს, რა დაედო ამ ყველაფერს საფუძვლად - შეემცირებინათ ამერიკული, რუსული, არაბული გავლენები თავიანთ ქვეყანაში. იგივე გვინდა ჩვენც, რომ შევამციროთ უცხოური გავლენები, ზოგიერთი რადიკალი კი გვეუბნება, მოდით, ისევ უცხოელებს ჰკითხეთ, როგორია აღნიშნული კანონიო“, - განაცხადა კახა კალაძემ.კითხვაზე - ხომ არ არის შეცდომა ყირგიზეთთან ერთად აფხაზეთის ცალკე ქვეყნად ხსენება, თბილისის მერი პასუხობს, რომ მომავალში ყველაფერი გაირკვევა.„ვერ გეტყვით, შეიძლება მიზანმიმართული პროვოკაციაც იყოს. შევხედოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714041152

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი - შალვა პაპუაშვილი

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით.„აქ მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714041060

განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია - შალვა პაპუაშვილი

„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება მიუღებელია.,,ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო - არა. ეს რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი. რეზოლუცია არის სამწუხარო განმეორება რეზოლუციების სერიისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ და ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. აქვე განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.