გიგა მაქარაშვილი 12 დღით დააპატიმრეს - რა მიუსაჯეს დანარჩენებს

01:37 11-21-2019
389

დღეს მხოლოდ 12 პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. მეორე ექვსეულის მიმართ მიღებული განაჩენი ასე გამოიყურება:

ირაკლი ნადირაძეს 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, გიგა მაქარაშვილს 12 დღე, დიმიტრი ბიძინაშვილი 13 დღე, პაატა სუსანაშვილი - შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება), ირაკლი კაჭარავა - 4 დღე, დავით მჟავანაძეს კი 4 დღით ადმინისტრაციული წესით პატიმრობა მიუსაჯეს.

პირველ ექვსეულის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, დაკავებულ 5 პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთს ჯარიმა დააკისრა.

მიტინგზე დაკავებული 37 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა 25 პირის სასამართლო პროცესი დღეს გადადო.