მოსამართლემ აქციაზე დაკავებულ პირველ ექვსეულზე გადაწყვეტილება მიიღო

01:17 11-21-2019
366

დღეს მხოლოდ 12 პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

მათ შორის არიან, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი ნადირაძე, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური, ლუკა ჭიჭინაძე, პაატა სოსანაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი. 

უახლესი ინფორმაციით, ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, გურამ მჭედლიშვილს 1000- ლარიანი ჯარიმა, ელგუჯა ბაგრატიონს 12-დღიანი პატიმრობა, ბექა ბასილაის 13 დღე, ზუკა ბერძენიშვილს კი 7 დღით პატიმრობა შეეფარდა. 

სასამართლო დარბაზში უკვე დაიწყეს ბრალდებულების ოჯახის წევრების შეშვება. დღეს მთელი დღის განმავლობაში სასამართლოში დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და ბრალდებულების ახლობლებს შორის, რომლებსაც სასამართლო პროცესზე არ უშვებდნენ. 

„ჩემი განაჩენი მოსამართლემ წაუკითხოს პროკურორს. ადგილი არ არისო, და თუ ყველა ჩემი ახლობელი აქ არის, იქ ვინ არის აბა?“, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული ზუკა ბერძენიშვილი. 

ამჟამად მიტინგზე დაკავებული 37 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა კიდევ 8 ადამიანის პროცესი გადადო.

ამ დროისთვის სულ 25 პირის სასამართლო პროცესი არის გადადებული.