ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713537400

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება - ანრი ოხანაშვილი

„ოპოზიციის წარმომადგენლებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“  საზოგადოებაზე ფიზიკურად ძალადობდა როცა ატერორებდნენ ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიურ ტერორს.„შეიძლება ჩემპიონის პრიზი აიღოთ იმდენი ბრიფინგი გაქვთ ჩატარებული, მე მინდა ვკითხო ოპოზიციონერ დეპუტატებს - რატომ არ შეიკრიბეთ დაუყოვნებლივ, როდესაც საჯაროდ, პარლამენტის წევრზე მუხანათური თავდასხმა განხორციელდა, რამ შეგიშალათ ხელი? რატომ არ თქვით, რომ ეს არის დაუშვებელი, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული და არ შეიძლება ამის წახალისება. ჩვენ ვხედავდით ცალკეული თქვენგანის მომღიმარ სახეებს და გახარებულები იყავით, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგის მიმართ იკადრა. ამიტომ თქვენ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და ამ ყველაფრის წამხალისებელი. თქვენ შეგეძლოთ პრევენცია მოგეხდინათ რომ გარეთ, მომიტინგეებთანაც მსგავსი რამ არ განხორციელებულიყო, მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მშვიდობიან  მომიტინგეებში მუხტი გაჩენილიყო, ამიტომ თქვენ ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.მისი თქმით აქციის მიმდინარეობისას, მომიტინგეების ცალკეული ჯგუფი  ცდილობდა პოლიციელების გატაცებას, რაც  ფაქტებით არის დაფიქსირებული.„პირველი, ვინც კი შევიდა პოლიციასთან კონტაქტში, ეს იყო ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას. ადგილი ჰქონდა პოლიციელების გამოყვანის მცდელობას, ე.წ. პოლიციელების გატაცებას.  თქვენ  იხილეთ არა ერთი კადრი, როდესაც ბლაგვი საგანი პოლიციელს პირდაპირ სახეში ხვდება. რატომ არ გამოხვედით და რატომ არ თქვით, რომ დაუშვებელია პოლიციაზე ძალადობა.  თქვენი პერსპექტივიდან სამარცხვინო საქციელის ჩამდენი ელისაშვილი იყო „გმირი“ ამასთანავე, პოლიციელების შეურაცხყოფა და მათი გატაცების მცდელობა იყო თქვენგან ტოლერირებული. ამიტომ ყველა ის ხალხი, ვინც ეს არ დაგმეთ ხართ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერები და სააკაშვილის მოკავშირეები. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდით „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი პირის შეწყალებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.მისი თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ითხოვდა შეეწყალებინა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებული ადამიანი, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა სცადა.„თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც საშუალების შემთხვევაში  ჩვენ საზოგადოებას განსხვავებული აზრის გამო „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრით. ამის უპირობო გამკეთებლები ხართ ყველა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ოჯახური ძალადობის დანაშაულისთვის მსჯავრდებული ახალგაზრდა, რომელმაც მამა დაჭრა, შემდგომ დააზიანა კუთვნილი ავტომანქანა, ამის შემდგომ გამოვიდა რუსთაველზე „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა და ამ ადამიანის შეწყალებას უჭერთ მხარს და ტაშს უკრავთ. სად არის აქ ევროპელობა და სად არის აქ სიმართლე, კანონის უზენაესობა. თქვენ ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი

პოლიტიკა 1713536765

„არანაირი გამართლება არ აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში“ - ანა ნაცვლიშვილი

„არანაირი გამართლება არა აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში და იმ სისასტიკეს, რომელზეც დაკავებული ადამიანები საუბრობდნენ“, - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.მისივე თქმით, არ აქვს გამართლება იმას, რომ ქვეყანა საბჭოთა კავშირში დაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ხელმძღვანელობს.„არანაირი გამართლება არა აქვს უკვე სახლში მიმავალი დემონსტრანტების დევნას ვიწრო ქუჩებში და იმ სისასტიკეს, რომელზეც დაკავებული ადამიანები საუბრობდნენ. არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რომ 21-ე საუკუნის ქვეყანაში, რომელიც, ჯერ კიდევ, კონსტიტუციის დონეზე, აცხადებს რომ მას უნდა ცივილიზებული ევროპული მომავალი, დემონსტრანტების დაკავების დროს ხელმძღვანელობს საბჭოთა ქვეყანაში დაწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“,  - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

kaxa kaladze

პოლიტიკა 1713536518

„იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ“ - კახა კალაძე ოპოზიციონერებზე

აქციის დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრა და შეურაცხყოფა, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა."ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1713535285

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ - სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვა, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან და ბორდის თავმჯდომარედ თავად მიხეილ სააკაშვილი განიხილონ, ხოლო მის მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს."რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!ახლა "არა რუსულ კანონს" და "არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713532427

ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც შეახსენა.„რაც შეეხება რუსულ საქმეს, ვინ და როგორ აკეთებდით, გრიგოლ ვაშაძე ხომ გახსოვთ? ხომ არ შეგახსენოთ მისი ბიოგრაფია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება. ეს კაცი რა თანამდებობას იკავებდა ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო რუსული პასპორტით, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? შემდეგი - ქალბატონი ნატო [ჩხეიძე] გვესწრება აქ, სხვათა შორის ამ მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის შემოსული და ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? პროპორციულ სიაში ხომ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოსული? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, ნუ აღელდებით, კადრებია ოფიციალური, ეს უნდა იცოდეთ, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? სიმართლე მწარეა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.