ავსტრალიაში ხანძრის დროს ქალმა კოალა გადაარჩინა - ნახეთ ვიდეო

19:21 11-20-2019
535

ავსტრალიაში უკვე რამდენიმე კვირაა ძლიერი ხანძრებია. ცეცხლი აქვს მოკიდებული ათასობით ჰექტარს. მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ხანძრისგან არამხოლოდ ადამიანები დაშავდნენ, არამედ ცხოველებიც, რომლებსაც უფრო მეტად უჭირთ უსაფრთხო ადგილას დამალვა. საბედნიეროდ, ადამიანები ცხოველებს არ ტოვებენ.

ავსტრალიელმა ქალმა ტონი დოერტიმ, როდესაც დაინახა ხეზე ამძვრალი კოალა, დაფიქრების გარეშე მივარდა და ჩამოიყვანა. დეორტიმ ცხოველი თავის ტანსაცმელში გაახვია და ცივი წყალი დაასხა.