მოპედზე ორი არასრულწლოვანი იჯდა - ერთი ადგილზე დაიღუპა

13:25 11-20-2019
2915

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში.

მოპედს, რომელსაც 16 წლის მოზარდი მართავდა, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი ჯერჯერობით დაუდგენელია. მოპედის არასრულწლოვანი მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მასთან მყოფი მეორე არსრულწლოვანი დაშავდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ ნაწილებად დაშლილი მოპედი ნახეს. ვინ შეეჯახა მოზარდებს, ჯერჯერობით უცნობია.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

„მას ფეხის ტრავმა ჰქონდა, ჭრილობა დავამუშავეთ და უკვე გავწერეთ. მეორე ახალგაზრდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“- განაცხადა ზურიკაშვილმაპრაიმტაიმთან“

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე, საქმე სსკ 276- ე მუხლითაა აღძრული, თუმცა დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის. საქმისათვის მნიშვნელოვანია, მეორე მოზარდმა შემთხვევის დეტალები გაიხსენოს- განუმარტეს პრაიმტაიმს სამინისტროში.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი