„ცოცხალი რომ ყოფილიყო, გიო მართლა გაგიჟდებოდა“ - საბურთალოს ერთი ქუჩა ხუციშვილის სახელს ატარებს

13:09 11-20-2019
1275

საბურთალოზე დაბადებულ-გაზრდილი გიო ხუციშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ ერთ დროს მისი უბნის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქმეოდა. 

თბილისის საკრებულოს ინიციატივით გოძიაშვილის სახელობის ბაღის (წითელი ბაღის) მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩა 19 ნოემბრიდან გიო ხუციშვილის სახელს ატარებს. ქუჩის ოფიალური გახსნა მომდევნო კვირაში იგეგმება. 

 მომღერლის მეუღლე, მუსიკოსი მაია ჯორჯაძე ამ საჩუქრისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ტყემალაძეს „პრაიმტაიმის“ მეშვეობით მადლობას უხდის. 

მაია ჯორჯაძე: - პატარა და აქტიური ქუჩაა და არჩევანი მასზე გავაკეთეთ. ამ ფაქტმა ყველაფერი განმიახლა. თან მიხარია და თან... ემოციურად რთულია. ამ ქუჩაზე რამდენჯერ ჩაგვივლია, აგვივლია მე და გიოს. საბურთალოზე, მანდვე ახლოს ვცხოვრობდით რაღაც პერიოდი. ბევრ რამეს ვფიქრობ. ცოცხალი რომ ყოფილიყო, მართლა გაგიჟდებოდა. მეც მიხარია ეს ფაქტი.

 

ავტორი: თამარ გონგაძე