თუშეთში მუდმივად მცხოვრები ოჯახების ინტერნეტმომსახურებას ახმეტის მერია დააფინანსებს

10:46 11-20-2019
11

თუშეთში მუდმივად მცხოვრები ოჯახების ინტერნეტმომსახურებას ახმეტის მერია დააფინანსებს. შესაბამის ხელშეკრულებას, თუშეთის განვითარების ფონდთან, ხელი უკვე მოეწერა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, ინტერნეტკავშირის საფასურს თუშეთის სოფლებთან, მერია რვა თვის განმავლობაში გადაიხდის.

გასულ წელს, გარკვეული დროით, იქ დარჩენილ 24 ოჯახს ინტერნეტმომსახურება შეუწყვიტეს. ეს კი თუშეთის სოფლებთან კავშირს ართულებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის სეზონზე, სოფლებთან უწყვეტი კავშირის შესანარჩუნებლად, რვა თვის მომსახურების საფასური მერიამ გადაიხადოს- განაცხადა ქარუმაშვილმა.

თუშეთის სოფლებში, მუდმივად ის ოჯახები რჩებიან, რომლებიც მესაქონლეობით არიან დაკავებული. 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი