გამწარებული ვარ... თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - ჭიაბერაშვილი

01:22 11-20-2019
1091

თბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა. 

„გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა“, - დაწერა ჭიაბერაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია.